ნათელაშვილი ივანიშვილს: ძალიან ცოტა დრო დაგრჩენია, ხალხის ძალიან დიდი რისხვა გელოდება!

ამის შესახებ, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მატროსოვის ციხესთან “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილისა და მასთან ერთად დაკავებული, სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნისას განაცხადა.

“საქართველო ერთადერთი ქვეყანაა დედამიწის ზურგზე, სადაც ციხეში ზის პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი, მშვიდობიან, უიარაღო აქციაში მონაწილეობისათვის. მე მინდა მოვუწოდო ბიძინა ივანიშვილს, ძალიან ცოტა დრო დაგრჩენია, ძალიან დიდი რისხვა გელოდება ხალხის, ესენი ყველა გაათავისუფლე, იმისათვის, რომ ერთი-ორი წელი მაინც მოგაკლდეს მერე სასამართლო განაჩენში,”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად