ნათელაშვილი: ივანიშვილმა მთელი ქვეყანა გაიფორმა თავის სახელზე

"ბიძინა ივანიშვილმა მთელი ქვეყანა გაიფორმა თავის სახელზე",-ლეიბოლისტული პარტიის ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა   გიორგი გაბუნიასთან განაცხადა . 

ნათელაშვილის თქმით,  ქვეყანაში კორუფციულ სისტემა არსებობს და შესაბამისად, ამ სისტემის დროს რეალური სახელმწიფო არ არსებობს.

" ბიძინა ივანიშვილმა მთელი ქვეყანა გაიფორმა თავის სახელზე. რა თქმა უნდა, სანამ ეს კორუფციული სისტემა გვექნება, კორუფციის დროს არც სახელმწიფო არსებობს, არც პოლიტიკა, არც ზნეობა და არც ხალხი არსებობს. არსებობს ძალადობა,ძარცვა-გლეჯვა, არსებობს ხალი, როგორ სტატისტიკური ერთიანობა და საარჩევნო გამოსაყენებელი მასალა, რომელიც თუ არ მოვა არჩევნებზე ისედაც ჩაუგდებენ ბიულეტენს და პრობლემა არა რის.

რაც ცუფრო მეტი ხალხი წავა ქვეყნიდან და არ მოვა არჩევნებზე, ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო,უფრო კარგად გააგრძელებენ კორუფციულ საქმიანობას. შესაბამისად საჭირო იქნება უზარმაზარი საგამოძიებო მუშაობის ჩატარება",-განაცხადა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად