ნათელაშვილი: ივანიშვილის რეჟიმი გარიგებულია პუტინთან ჩუმად ყოფნაზე, ამიტომ ჩვენს მამულს ჩვენ მივხედოთ

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ევროპაში მყოფ ემიგრანტებს მოუწოდებს, რომ 24-26 აგვისტოს საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში გაემგზავრონ და გამართონ უწყევტი აქციები ოკუპაცია-ანექსია-გენოციდის თემაზე და მოითხოვონ, რომ რუსეთმა საქართველოდან გაიყვანოს ჯარი და უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება.

“მეგობრებო როგორც ცნობილია 24-26 აგვისტოს საფრანგეთ-ესპანეთის საზღვარზე მდებარე ქალაქ ბიარიცში გაიმართება დიდი შვიდეულის სამიტი, სადაც მსოფლიოს წამყვანი ლიდერები განიხილავენ უკრაინის, სირიის და სხვა აქტუალურ კონფლიქტებს გარდა ჩვენს თავს დატეხილი რუსული აგრესია-ოკუპაცია-ანექსია-გენოციდისა.

ივანიშვილის რეჟიმი გარიგებულია პუტინთან ჩუმად ყოფნაზე და ამიტომ ჩვენ უნდა მივხედოთ ტრადიციულად ჩვენს მამულს. ყოველგვარი პარტიული კუთვნილება-სიმპატიებს გარეშე მოგიწოდებთ ევროპაში მყოფ ქართულ ემიგრაციას,განსაკუთრებით საფრანგეთსა და ესპანეთში, გაემართეთ ქალაქ ბიარიცში და სადამდეც მიგიშვებენ გამართეთ უწყვეტი აქციები 24-26 აგვისტოს მოთხოვნით – რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია-ანექსია-გენოციდი, გაიყვანოს ჯარები საქართველოდან,უკან წაიღოს აფხაზეთ-ცხინვაალის რეგიონის აღიარებები დამოუკიდებელ ქვეყნებად. დამერწმუნეთ ამას ექნება უდიდესი ისტორიული მნიშვნელობა ჩვენი მომავლისათვის”, – წერს შალვა ნათელაშვილი Facebook-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად