ნათელაშვილი: ივანიშვილის 30 მილიონი დოლარიდან ხალხთან არც ერთი თეთრი არ მივა

ამის შესახებ, „ლეიბორისტული“ პარტიის თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა, ბრიფინგზე განაცხადა.

„ლეიბორისტული“ პარტიის თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მმართველი პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გადარიცხული 30 მილიონი დოლარი აფიორაა.

„ზარზეიმით გამოცხადებული ივანიშვილის 30 მილიონ დოლარიანი ქველმოქმედება მის შემოქმედებაში საუკუნის მეორე აფიორას უფასო ფულთან ერთად. არც ერთი თეთრი ჩვეულებრივ ხალხთან არ მივა. ეს არის მოპარული 20 მილიარდიდან მცირედი ანწილი, რომელიც მარჯვენა ჯიბიდან მარცხენაში გადაიტანა. თუ ეს ასე არაა, დაურიგონ თითოეულ ოჯახს 1000-1000 ლარი. რომელი ელმუხი და საჭურისი გინახავთ, რომელიც თავის ბრძანებელს არ ადიდებს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად