ნათელაშვილი: ირანულ-არაბული ემიგრაცია ივანიშვილს, კალაძეს, ოდიშარიას და წულაიას ბინების გასაყიდად სჭირდებათ

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილამა ირანთან, კატართამ, ინდოეთთა და არაბულ ქვეყნებნათ უვიზო მიმოსვლის გამკაცრებას ითხოვს

შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და საპარლამენტო უმრავლესობი წევრები: ბექა ოდიშარია და ილია წულაია, საქართველოში მათი ჩამოსახლებით, მდიდრდებიან.

“გამორიცხული ირანთან, კატართან, ინდოეთთან, არაბულ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი. მათთვის უნდა იყოს მკაცრი მოთხოვნები, რადგან უკვე ევროპა და ამერიკა გახდა ამ რეგიონებიდან წასულების მსხვერპლი და ჩვენ ყურის ძირში ვართ.  იქ (კატარში) ტემპერატურა აიწევს 50-55 გრადუსზე და მოგვადგებიან ჩვენ 3 ცოლით, 4 ცოლით და 130 ბავშვით და ვერ გააგდებ შემოხიზნულს.

ეს ირანულ-არაბული ემიგრაცია ქართველი ერის სიკვდილია. ქართული ცივილიზაციის დასასრულია. ჩვენი წინაპრები, როცა მათ ებრძოდნენ, პირველ რიგში მათ ებრძოდნენ იმისთვის, რომ ეს ტომები აქ არ შემოსულიყო. ამიტომ, ასეთ ქვეყნებთან მკაცრი სავიზო რეჟიმი.

137 ათასი ირანელი და არაბია ჩამოსახლებული თბილისში, ივანიშვილის რეჟიმის დროს. უვიზო რეჟიმით, შეღავათიანი ბინადრობის უფლების მინიჭებით. არ გაინტერესებთ რატომ, იმიტომ რომ ივანიშვილის, კალაძის, ოდიშარიას, წულაიას აშენებული ბინები გაიყიდოს და მათი მილიარდიანი ბიზნესი წავიდეს წარმატებით, საქართველოს გაყიდვის ხარჯზე. მარტო ამის გამო გასამართლდება ეს რეჟიმი უმკაცრესად, რომ გაყიდა ქართული მიწა და ქართული ჰაერი, და შეცვალა გარკვეულ წლიდან დემოგრაფიული ვითარება,

127 ათასი ბინა გაყიდული ბინა სრულიად უცხო ეთნოსზე, რავიცი, ამას ადრე აკეთებდა შაჰა-ბასი ძალით, ახლა აკეთებს ამას ნებაყოფილობით ბიძინა ივანიშვილი, ახალი ნეო-შაჰაბასი  და მისი ბანდა.  თითოულ ამ ქვეყნებთან უვიზიო რეჟიმი არის დასასრულთან მიახლოება”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა ვიდეო მიმართავაში.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...