ნათელაშვილი გრიგოლიას: ივანიშვილს აწონებ თავს? არ ხართ ქვეყნის ელიტა, მოღალატე ხართ და “სოკარისგან” მოსყიდულივით ლაპარაკობთ

“არ გინდათ თქმა, მაშინ თუ სიმართლეს არ იტყვით თქვენ ვეღარ ჩახვალთ გარეჯის ლავრაში და ცხვირს ვერ შეყოფთ”, – ასე მიმართა გადაცემა “რეაქციის” წამყვანს ინგა გრიგოლიას “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

ამის შემდეგ შალვა ნათელაშვილსა და ინგა გრიგოლიას შორიას ასეთი დისკუსია გაიმართა:

ინგა გრიგოლია: არ გვინდა ამ თემაზე, წერტილი დავსვათ. არ არის ეს პარალელი სწორი.

შალვა ნათელაშვილი: რას ჰქვია არ გინდათ? ვის აწონებ ინგა თავს? ბიძინა იავნიშვილს. მთავარი საკითხი ეს არის, გართმევენ ტერიტორიას და გიკანონებენ ოკუპაციას.

ინგა გრიგოლია: არასოდეს არავის არ ვაწონებ თავს, იმიტომაც არის, რომ ჩემი გადაცემები არასოდეს არცერთ მხარეს არ მოსწონს.

შალვა ნათელაშვილი: თქვენი გადაცემა პატრიოტული უნდა იყოს. ის პროპაგანდა რაც ისმის თქვენი ტელეეკრანიდან… უხერხული ის არის რასაც თქვენ აკეთებთ და უპასუხისმგებლობა ერის წინაშე.

ინგა გრიგოლია: თქვენ არ გაქვთ უფლება, რომ ერის წინაშე უპასუხისმგებლოდ გამომაცხადოთ იმის გამო, რომ მიმაჩნია, რომ არ შეიძლება აზერბაიჯანი შეადაროთ ოკუპანტ რუსეთს.

შალვა ნათელაშვილი: თქვენ მელაპარაკებით ისე, როგორც ლაპარაკობენ “სოკარისგან” ნაყიდი პოლიტიკური პარტიები და ექსპერტები… გააგრძელეთ ასეთი მოღალატეობრივი საქმიანობა და მიხვალთ გამარჯვებამდე.

ინგა გრიგოლია: დამდანაშაულოთ სოკარისგან მოსყიდულობაში ეს ჩემთან მიმართებით არარელევანტურია.

შალვა ნათელაშვილი: აგერ გეჯდათ სოკარისგან მოსყიდული ბოკერია, გეყოლებათ ძიძიგური. მგვალი მაგიდიდან დაწყებული, სააკაშვილიდან ივანიშვილამდე… აი ეს არის უბედურება, რომ არ ხართ ქვეყნის ელიტა, ხართ ქვეყნის მოღალატე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...