ნათელაშვილი: გადავაგზავნეთ მოთხოვნა – შეუჩერდეთ წევრობა ჭიდაობის, რაგბისა და ფეხბურთის ფედერაციებს (ვიდეო)

“იძულებული გავხდით, გადაგვეგზავნა მსოფლიო საერთაშორისო სპორტული ფედერაციებისთვის – ჭიდაობის, რაგბის და ფეხბურთის დარგში თხოვნა, შეუჩერონ ანალოგიურ ქართულ ფედერაციებს ხმის უფლება და წევრობა ამ მსოფლიო სტრუქტურებში, სანამ არ მოხდება სპორტის დეკრიმინალიზაცია, მათი ქურდული გაგებისა და შავი სამყაროსგან განმუხტვა, სანამ სქელ კუნთა და გონებაჩლუნგი მკვლელები არ ჩამოცილდებიან პოლიტიკას, ხელისუფლებას”, – ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

“საზოგადოება შეძრულია 19 წლის  გიორგი შაქარაშვილის ტრაგედიით. მთელი პასუხისმგებლობა ამ საზარელ მკვლელობაზე ეკისრება ქვეყნის მმართველ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს. სწორედ მან შექმნა ქურდული გაგების ზონდერ-სპორტსმენები, დააფინანსა, დააორგანიზა, მოიყვანა პარლამენტსა და მთავრობაში, ჩაუგდო ხელში საზოგადოების მართვის, ზეწოლის, ძალადობის ბერკეტები, მისცა დაუსჯელობის ინდულგენცია და აი, შედეგიც – ჩვენი შვილების გვამები!” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად