ნათელაშვილი: ევროკავშირმა იმდენი სისულელე აკეთა, აგერ გაიქცა დიდი ბრიტანეთი

მე არ მაქვს სურვილი სახელისუფლებო ტელევიზიაში, თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვარჩიო ჩვენი შიდა პრობლემები” – ასეთი პასუხი გასცა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წამყვანს, თამარ ურუშაძეს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დასმულ კითხვაზე.

წამყვანის რეპლიკაზე, რომ მისი შეფასება არ შეესაბამება სიმართლეს და ამის დასტურია ევროკავშირის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგი, სადაც აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია მიუკერძოებლად აშუქებს ყველა მხარეს, ნათელაშვილმა განაცხადა:

“ევროკავშირი ის კი არ არის, რაღაც უმაღლესი ინსტანცია, ევროკავშირმა იმდენი სისულელე აკეთამ აგერ გაიქცა დიდი ბრიტანეთი”.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად