ნათელაშვილი: ეკა ტიკარაძე პირადად წამოზარდა ივანიშვილმა და ჩვენს ჯანმრთელობას კბილებიანად ჩაიბარებს

პირადად წამოზარდა ივანიშვილმა საჩხერის საავადმყოფოში და ის დღეიდან ჩვენს ჯანმრთელობას ჩაიბარებს კბილებიანად, – ასე ეხმაურება “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ჯანდაცვის მინისტრის პოსტიდან დავით სერგეენკოს გადაყენებას და მინისტრად ეკა ტიკარაძის დანიშვნას.

“კაცობრიობის პოლიტიკურ ისტორიაში პირველი პროფესიით სტომატოლოგი ფიგურა პინოჩეტის მიერ, ჩილის დამხობილი,ლეგენდარული პრეზიდენტი სალვადორ ალიენდეა,მეორე კი პირადად წამოზარდა ივანიშვილმა საჩხერის საავადმყოფოში და ის დღეიდან ჩვენს ჯანმრთელობას ჩაიბარებს კბილებიანად. ეს ხდება მსოფლიო დონის სამედიცინო ფიგურებით სავსე ქვეყანაში. სავალალოა რა თქმა უნდა”, – წერს შალვა ნათელაშვილი Facebook-ში.

შეგახსენებთ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე დავით სერგეენკო ეკატერინე ტიკარაძემ ჩაანაცვლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...