ნათელაშვილი დასავლეთს: რამდენ ხანს უნდა გყავდეთ ივანიშვილი სასათბურე პირობებში იმის გამო, რომ თქვენ ფონდებს აფინანსებს?!

ივანიშვილს როგორც კი სანქციას დაუწესებს ვაშინგტონი და ბრიუსელი, თუნდაც 1 დოლარიანზე, იმავე წუთს, როგორც განწირულ ვირთხას სჩვევია, გამოვარდება იმ კასრის ფსკერიდან და დანიშნავს ახალ საპარლამენტო არჩევნებს, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილი სასათბურე პირობებში ჰყავს დასავლეთს, რადგან მათ ფონდებსა და კომპანიებს აფინანსებს.

“რამდენ ხანს უნდა გყავდეთ სათბურის პირობებში ბიძინა ივანიშვილი მხოლოდდამხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ ფონდებსა და კომპანიებს აფინანსებს. იგივე “დაიმლერ კრაისლერს” ან საფრანეგეთის კოვიდთან ბრძოლის ფონდს, როცა აქ ხალხია ასაცრელი. შემოგვიტანეს ჩინური პრეპარატები, რომელიც თავისთავად ცუდი არაა, მაგრამ რეიტინგები ხომ ფაიზერსა და მოდერნას უკავია. ფაიზერს ვერ ჯავშნის რიგითი მოქალაქეები, სახელისუფლებო ელიტას უკავია და ხალხს მეორე, მესამე და მეოთხე ხარისხოვანს უგდებენ.

აღარ დაგვრჩა მეგობრებთან მოსაფერებელი დრო. სიმართლე უნდა ითქვას და სიმართლე 30 და 40% არ არის. ყველამ კარგად იცის, რომ არავის საქართველოში არაფერი ეკითხება “ხურმა რა ხილია”-ს ჩათვლით დიქტატორ ივანიშვილის გარდა. ივანიშვილს როგორც კი სანქციას დაუწესებს ვაშინგტონი და ბრიუსელი, თუნდაც 1 დოლარიანზე, იმავე წუთს, როგორც განწირულ ვირთხას სჩვევია, გამოვარდება იმ კასრის ფსკერიდან და დანიშნავს ახალ საპარლამენტო არჩევნებს. პროცესები გადავა მშვიდობიან არეალში და ხელისუფლება სეიცვლება უმტკივნეულოდ”, – თქვა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...