ნათელაშვილი: დაიწყონ ფიქრი საეკლესიო კრებაზე, საპატრიარქოს იმიჯი დაზარალდა

ამის შესახებ, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, სადაც საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

“საპატრიარქოს იმიჯი და ეკლესიის დაზარალდა, რომელსაც სერიოზული რეამინაცია სჭირდება, სერიოზული რეფორმები. საჭიროა დაიწყონ ფიქრი საეკლესიო კრებაზე, სადაც დაიწყება რეფორმები, მსჯელობა კრიზისიდან გამოსაყვანად.

დღეს რაც ხდება, ეს არის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კრიზისი, რომელიც შექმნა პირდაპირ სატანის მოციქულმა მამონამ-ბიძინა ივანიშვილმა. მოვიდა და იყიდა ყველა და ყველაფერი…”,-ამბობს ნათელაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად