ნათელაშვილი: ჩემი პოზიციაა, 20 ივნისს აქცია გაიმართოს, ამას გავაცნობ ოპოზიციონერ კოლეგებს

ჩემი პოზიციაა, რომ 20 ივნისს უნდა აქცია გაიმართოს, ამას გავაცნობ ოპოზიციონერ კოლეგებს… “-ამის შესახებ, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, “მთავარ არხთან” განაცხადა.

შალვა ნათელაშვილის წინადადებაზე პარტიები “ლეიბორისტების” ოფისში, მომდევნო შეხვედრაზე იმსჯელებენ. მისივე თქმით,
აქცია დისტანციის დაცვით უნდა ჩატარდეს.

” ისეთ ფორმატს შევიმუშავებთ, რომელიც იქნება ოპტიმალური. ივანიშვილის რეჟიმი დაუპირისოპირდა მთელ მსოფლიოს, არა მარტო ქართველ ხალხს და მსოფლიოსთან დაპირისპირება, საკუთარი ერის მტრად გადაკიდება ნიშნავს იმას, რომ ეს ბაბილონის გოდოლი ჩამოემხობა უფრო მწარედ და სასტიკად, ვიდრე ეს სლოდებათ, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად