ნათელაშვილი: 2 კვირა ურტყამდა კიტოვანი პარლამენტს და ვერ აიღო, უიარაღო ხალხი როგორ აიღებდა?!

ამის შესახებ, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა მთავარი არხის ეთერში 20 ივნისის მოვლენების შესახებ საუბრისას განაცხადა.

“რა არის ეს ცხოვრება მართლა… გულში მეცინებოდა სევდიანად, იმ 20 ივნისის ღამეს, გვერდიგვერდ ვიდექით მე, ბოკერია და უგულავა და ხალხს ვაწყნარებდით, რომლებიც გამწარებულები თავს ურტყამდნენ პარლამენტის სვეტებს. გადატრიალებას აწყობდნენო, როდის იყო, კბილებამდე გამაგრებულ შენობას… ორი კვირა ურტყამდა კიტოვანი არტილერიას და ვერ აიღო, როგორ აიღებდა უიარაღო ხალხი. ან უცნობი ხალხი როგორ მოილაპარაკებდა, რომ გადატრიალება მოეწყოთ, უცბად. ან პარტიები, რომლებსაც ერთმანეთის ატანა არ აქვთ, როგორ შეთანხმებოდნენ უცბად, რომ გადატრიალება მოეწყოთ. ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკური რეპრესია, პოლიტიკური დევნა.”,-ამბობს ნათელაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად