ნატალია ილიჩოვას ადვოკატი: პროკურატურა საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდის

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ ტვ „პირველის” ეთერში ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურა საზოგადოებას აწვდის არასწორ ინფორმაციას გარკვეულ ფაქტებთან დაკავშირებით. აუცილებელია სრული ინფორმაცია გასაჯაროვდეს, რადგან ხშირად ხდება პატრიოტული გრძნობებით მანიპულირება. დავით გარეჯი ჩვენთვის დიდი სულიერი საგანძურია და აქედან გამომდინარე ხდება არასწორი ინფორმაციების გამოტანა.
ყველასთვის ცნობილია, რომ რუკის ამოღება მოხდა არა ილიჩოვას პირადი ნივთებიდან არამედ სამუშაო კაბინეტიდან, სადაც მთელი ეს მასალა ილიჩოვას გადაცემული ჰქონდა მისი შემცვლელისათვის და სწორედ ამ სეიფიდან იქნა ამოღებული ეს დოკუმენტაცია.
მაშინ როდესაც გამოძიება მიკერძოებულად ტარდება ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს უფლება დავსვათ კითხვები და მთელმა საზოგადოებამ, მოითხოვოს პასუხები ამ კითხვებზე“, – განაცხადა ლონდარიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად