ნატალი პატარიძე: ჩვენი მიზანია რეგიონში არსებობდნენ ახალგაზრდები, რომლებიც აზროვნებენ პროფესიული ეთიკის პრინციპით და აქვთ ევროპული ღირებულებები

„თავიდან მხოლოდ იდეა იყო, თუმცა როცა არსებობს იდეა იქ ჩნდება შესაძლებლობაც”, – ასე იწყებს „აიპრესთან“ საუბარს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნატალი პატარიძე, ცენტრის დაარსებასთან დაკავშირებით საუბრისას.

6 წლის წინ შექმნილმა ახალმა სივრცემ ქუთაისში მალევე მიიქცია საზოგადოების ყურადღება და ცენტრმა უკვე 400 ზე მეტი ახალგაზრდა აღზარდა, ასწავლა, მათი უმრავლესობა კი თავის სფეროში დღეს საკმაოდ წარმატებულია. ცენტრის ხელმძღვანელთან და პედაგოგებთან ერთად, მოსწავლეები არაერთ საერთოშორისო ფესტივალზე იმყოფებოდნენ, სამომავლო გეგმები კი ამბიციური და საინტერესოა. ქალაქის სხვადასხვა უბნებში შეიქმნა და მომავალშიც იგეგმება ცენტრის ფილიალების შექმნა.

ნატალი, ინტერვიუს დაწყებამდე გვითხარით რომ თავიდან მხოლოდ იდეა იყო, თუმცა როცა არსებობს იდეა, იქ ჩნდება შესაძლებლობაც, რას გულისხმობთ?

შესაძლებლობას თავის მხრივ ბევრი წინააღდეგობაც მოჰყვა, მაგრამ მე ერთი წამითაც არ დამიშვია რომ  ახალგაზრდული ცენტრი არ გამოვიდოდა.

ძალიან მინდოდა შეგვექმნა  ისეთი ორგანიზაცია, სადაც ერთ სივრცეში გაერთიანდებოდა რამდენიმე სახელოვნებო დარგი. იმ დროსითვის ქუთაისში ბევრი მიმართულება არ იყო, რომელიც ჩვენთან ახლა პოპულარულია, არ იყო რეზონანსული და მასიურად მოთხოვნადი სფერო. ახალგარზდული ცენტრისთვის ეს ერთგვარი გამოწვევა იყო და რისკიც , თუმცა 6 წლიანი გადასახედიდან მინდა ვთქვა რომ წარმატებულად დავძლიეთ ეს გამოწვევა.

ქალაქში არ იყო სკოლა, სადაც მსურველები ბალეტს შეისწავლიდნენ, როგორც ვიცი უკვე ძალიან მოთხოვნადია ეს სფერო.

ბალეტი არათუ მოთხოვნადია, ჩვენი ორგანიზაცია უკვე მასპინძლობს  ბალანჩინის საერთასორისო ფესტივალს. ახალგაზრდებისთვის ქორეოგრაფიული მიმართულებებიდან ძალიან მოთხოვნადია „ჰიფ ჰოფის“  ჟანრი რომლის მიმართულებითაც უკვე ვფიქრობთ სერიოზული პროექტების განხორციელებას.

მინდა შევეხო ხატვას.  ხატვის სკოლა ჩვენთან არაა მხოლოდ ხატვის შესწავლაა , ის იქცა არტისტის გამოხატვის თავისუფლების  შესაძლებლობად. აქ ახალგაზრდები აღწევენ წარმატებებს, იღებენ კონკურსებში მონაწიელობას, იმარჯვებენ საერთაშორისო ფესტივალებში, ხდებიან კონკრეტული კომპანიების რჩეული სტიპენდიანტები. ჩვენ ეს შევძელით მარცხის შიშზე მეტად, გამარჯვებაზე ფიქრით. ჩვენი გამარჯვება არის თითოეული ბავშვი, რომელიც ნიჭიერია და შევძლებთ მისთვის ასპარეზის მიცემას.

ბოლოს პარიზში საქართველოს საელჩოს მიწვევით იმყოფებოდით, სამხატვრო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ამაზეც რომ ვისაუბროთ.

როდესაც ჩვენი სამხატვრო სკოლით გამოფენა მოვაწყვეთ პარიზში იქ გავიცანით არაჩვეულერივი ქართველი გოგო მაიკო გიორხელიძე, რომელსაც პარიზში აქვს გამომცემლობა „მედუზა“. მივიღე უნიკალური შემოთავაზება, პარიზში ითარგმნება ქართული ზღაპრები და ჩვენ ილუსტრაციებით გავაფორმებთ ფრანგულად თარგმნილ ქართულ ზღაპარს „გვრიტი“. ეს გამომცელობა აკეთებს უდიდეს ქართულ საქმეს და აქტიურად ავრცელებს ქართულ კულტურას ევროპაში.

ასევე გეგმავთ ლაპლანდიაში გამგზავრებას სახელოვნებო სფეროდან, რა მოლოდინები გაქვთ.

დიახ, მომავალ წელს მიწვევა გვაქვს ლაპლანდიაში და შობას ახალგარზდული ცენტრის სხვადასხვა სახელოვნებო სფეროდან შემდგარი ჯგუფი ფინეთში მიიღებს საერთაშორისო ფესტივალში მონაწიელობას. ახლა თვის ბოლოს ბულგარეთის ხატვის და ვოკალის საერთაშორისო კონკურსზე მივემგზავრებით. ჩვენთან არის მეტი ევროპა და კი ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი.

და ბოლოს მინდა გკითხოთ მედია სკოლაზე, დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებაში სწორედ ახალგაზრდული ცენტრის მედია სკოლის კურსდამთავრებულები მუშაობენ, შეიძლება ვთქვათ რომ ეს სფერო განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდდა ახალგაზრდულ ცენტრში.

კი ჩვენ გვაქვს მედია სკოლა და უკვე მეექსვე თაობას ველოდებით წელს. ადგილბრივ მედიაში არის რამდენიმე ჟურნალისტი რომელმაც ჩვენთან გაიარა სასწავლო კურსი  და შემდეგ წარმატებით დასაქმდა. აქვე მინდა აღვნიშნო ადგილბრიივ მედია გარემოს მეგობრული დამოკიდებულება, რამაც განაპირობა ჩვენი მედია სკოლის წარმატება, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ. მიზანი უფრო არის რეგიონში არსებობდეს ახალგაზრდები რომლებიც აზროვნებენ პროფესიული ეთიკის პრინციპით და  ქონდეთ ევროპული ღირებულებები, ეს არის ჩვენი სკოლის მთავარი პრინციპი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად