“ნატახტარი” ბორჯღალოსნების საპრემიო ფონდისთვის მსოფლიო თასზე 150 ათას ლარს გამოყოფს

დღეს, 24 თებერვალს საქართველოს რაგბის კავშირსა და კომპანია "ნატახტარს" შორის სასპონსორო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, საქართველოს რაგბის კავშირი კომპანიისთან 4 წლის განმავლობაში 1 მილიონ ლარს მიიღებს. ამით კომპანია "ნატახტარი" რვა წლის თანამშრომლობასა და მხარდაჭერას კიდევ 4 წლით გაახანგრძლივებს.

მემორანდუმის ასევე ითვალისწინებს 2019 წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნებისთვის პრემიალური ანაზღაურების გამოყოფას, დამატებით 150 ათასი ლარის ოდენობით.

"რაგბის კავშირში სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის 4 წლის განმავლობაში ჯამში 1 მილიონი ლარი გადაირიცხება. ამასთანავე, იმისთვის რომ ჩვენი მორაგბეების მოტივაცია გავზარდოთ და ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამაში, დამატებით ბონუსის სახით 150 ათას ირიცხება, რომელიც მოხმარდება ბორჯღალოსნების პრემიალურ ანაზღაურებას მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე.

ნატახტარს სჯერა ქართული რაგბის კიდევ უფრო დიდი წარმატების და მადლობას ვუხდი მორაგბეებს, რაგბის კავშირს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც წვლილი შეიტანა გართული რაგბის განვითარებაში და ამხელა სიხარულს გვანიჭებს მთელს საქართველოს", – განაცხადა "ნატახტარის" მარკეტინგის დირექტორმა, თორნიკე ნიკოლაიშვილმა.

"რაგბი ჩვენი თამაშია, შესაბამისად ეს აისახება თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის სპონსორებთან ურთიერთობაში. იმედი მაქვს, სპონსორებისა და პარტნიორების რიცხვს შეუერთდება ძალიან ბევრი ქართული კომპანია", – განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ.

"ჩვენთვის ეს ძალიან დიდი სტიმული და პასუხისმგებლობაა. ეს მარტო ჩვენი დამსახურება არ არის. იმედი მაქვს ამ ეტაპზე არ გაჩერდება და კიდევ და კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდება რაგბი", – განაცხადა ბორჯღალოსანმა, მერაბ შერიქაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად