ფერაძე: გამოდის თეთრ ჩოხაში გამოწყობილი რეგვენი და გვაშინებს, სახელმწიფოს კი კომბლესი ეშინია

ამის შესახებ აქტივისტმა ნატა ფერაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“სახელმწიფო, რომელშიც გამოდის თეთრ ჩოხაში გამოწყობილი რეგვენი და გვაშინებს… ჩვენ გვეშიანია ამ კომბლიანი ბიჭის. ამას ვხედავთ, რომ სახელმწიფოს ეშინია კომბლესი და ნინო [ბოლქვაძე] ვერ უნდა გამოვიდეს გარეთ და დროშა ვერ უნდა დაიჭიროს. ეს არ არის ორი მხარე, ეს არის ერთი მხარე და მას ებრძვის მოძალადე. სახელმწიფოს მისცეს პრაიდის ორგანიზატორებმა კარგი შანსი ჩვენ ვართ სეკურალური სახელმწიფოში თუ თეოკრატიულ სახელმწიფოში.

ახლა ამბობენ, რომ ორი მხარეაო. სიტყვაზე მე თუ არ ვარ მორწმუნე, ვარ ათეისტი და არ მომწონს ნათლობის ცერემონიალი, ამ დროს მივარდე ნათლობაზე და ქვების სროლა დავიწყო, ეს იქნება ორი მხარის დაპირისპირება? თუ ეს იქნება აგრესორის მისვლა იქ ხომ? დანაშაული იქნება. რახან ამათ ფული აქვთ, იმათ აქვთ უფლება, რომ დაჩაგრონ უმცირესობა?! არანაირი ორი მხარე არ არის. სახელმწიფომ ახლა უნდა გვაჩვენოს, რომ სეკურალური სახელმწიფო ვართ და უნდა ადასრულდეს ეკლესიის და მღვდლების… მღვდლები იყვნენ იქ და პირადადაც ვესაუბრე. ასე აღარ უნდა გაგრძელდეს”, – განაცხადა ნატა ფერაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად