NASA-მ მარსის ზედაპირზე მეთანის დიდი შემცველობა აღმოაჩინა

NASA-ს მარსზე მსვლელმა Curiosity-მ, პლანეტის ზედაპირზე მეთანის დიდი შემცველობა აღმოაჩინა, რაც შესაძლოა იმის დასტური გახდეს, რომ პლანეტაზე მიკროორგანიზმები არსებობს. ამის შესახებ The New York Times წერს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჰაერის ნიმუშები 19 ივნისს აიღეს. ორი დღის შემდეგ, მეცნიერებმა მონაცემების ანალიზი გააკეთეს და აგრეთვე დამატებითი ინფორმაციაც მოითხოვეს მარსზე მსვლელისგან.

„ამ გასაოცარი შედეგის გამო, ჩვენ სამუშაო გრაფიკის რეორგანიზაცია მოვახდინეთ მომდევნო დასვენების დღეებისთვის, რათა დამატებითი ექსპერიმენტები ჩავატაროთ“, – ნათქვამია სამეცნიერო თანამშრომლის მიერ გავრცელებულ წერილში.

როგორც მოსალოდნელია, დამატებითი ექსპერიმენტების შედეგების ანალიზი მზად 24 ივნისს იქნება.

მზის სხივები და ქიმიური რეაქციები მეთანის მოლეკულების დაშლას რამდენიმე ასეულ წელიწადს უნდება, ამიტომ მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ იგი არც ისე დიდი ხნის წინ წარმოიქმნა. ამავდროულად, არის ალბათობა იმისა, რომ მეთანი პლანეტის სიღრმეებში მილიონობით წლის განმავლობაში იყო და ზედაპირზე ბზარებიდან ამოვიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად