A1 ბანერი

NASA-მ, ისტორიაში პირველი მისია, რომელშიც ორი ქალი ასტრონავტი იღებდა მონაწილეობას, გააუქმა

აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NASA), შესაფერისი სკაფანდრის არქონის გამო, ღია კოსმოსში ორი ქალის გასვლის ოპერაცია გააუქმა. ამის შესახებ შესაბამისი განცხადება NASA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

NASA-ში აცხადებენ, რომ კოსმოსში პირველი გასვლის შემდეგ, ასტრონავტი ენნ მაკკლეინი მიხვდა, რომ მას სკაფანდრის ზედა ნაწილის საშუალო ზომა ერგება. ამასთან, 29 მარტისთვის, კოსმოსში გასვლის ჩანიშნული დღისთვის ასეთი სკაფანდრის მხოლოდ ერთი ნაწილის მოსწრებაა შესაძლებელი, რომელიც ასტრონავტმა კრისტინ კოქსმა უნდა მოირგოს.

29 მარტს იგეგმებოდა ღია კოსმოსში გასვლის ისტორიაში პირველი ოპერაცია, რომელშიც მხოლოდ ორი ქალი მიიღებდა მონაწილეობას. მაკკლეინს და კოქს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მზის რამდენიმე ბატარეა უნდა გამოეცვალათ.

ამასთან, დედამიწიდან აფრენის ხელმძღვანელად, მისიის ფარგლებში მერი ლოურენსი დაინიშნა, ხოლო კოსმოსური მოგზაურობის პულტის მმართველი დედამიწიდან ჯეკი კეიგი უნდა ყოფილიყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...