ნარმანიას მოადგილეებმა დანამატის სახით 5 თვეში 78 999 ლარი მიიღეს

თბილისის მერის დავით ნარმანიას ოთხმა მოადგილემ 01.08.2014-31.01.2015 პერიოდში სახელფასო დანამატის სახით 78 999 ლარი მიიღეს,-აღნიშნული მონაცემები თბილისის მერიამ გაავრცელა. 

სახელფასო დანამატის სახით მოადგილე გიორგი ხელაიამ აღნიშნულ პერიოდში სულ 19 365 ლარი მიიღო, ალუდა გოგლიჩიძემ, გიორგი სოლომონიამ და ნინო ხატისკაცმა, თითოეულმა 19 878 ლარი მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ როგორც ყოფილი მთავრობის წარმომადგენლების, ასევე მოქმედი მერიის მაღალჩინოსნების ხელფასების უმრავლესობა და ამ შემთხვევაში, მერის მოადგილეების ხელფასები სახელფასო დანამატებზე ნაკლებია. მაგალითად, მერის მოადგილეებს ხელფასის სახით 5 თვის განმავლობაში მიღებული აქვთ უმეტეს შემთხვევაში 16 520 ლარი, ხოლო დანამატის სახით 19 000 ლარზე მეტი თანხა.

ამასთან, ხელფასზე მეტი სახელფასო დანამატი აღნიშნულ პერიოდში მიიღო ვიცე-მერმა ალექსანდრე მარგიშვილმა, რომლის 5 თვის ხელფასმა შეადგინა 17 405 ლარი, სახელფასო დანამატმა კი 21 003 ლარი. რაც შეეხება თავად მერს, ის ერთადერთია თბილისის მაღალჩინოსნებს შორის, რომელსაც არც სახელფასო დანამატი, არც პრემია აუღია.

კომენტარები
იტვირთება...