ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ბერს ბრალს ოფიციალურად ამ წუთებში წარუდგენენ

ათონის მთაზე მოღვაწე ბერს გიგა ქავთარაძეს, რომელიც დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, ამ წუთებში ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. ის ფოთის დროებთი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

დაკავებულის ადვოკატის ჯიტა გულუას განაცხადებით, თუნდაც რომ დაუდასტურდეს მამაოს ბრალდება, მაინც არ უნდა შეეფარდოს დაპატიმრება აღმკვეთი ღონისძიების სახით, რადგან მან აღიარა დანაშაული და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

„დღეს ბრალის წარდგენის ეტაპზე ვართ, გამომძიებელი, რამდენადაც ვიცი უკვე წუთი წუთზე მოვა და უნდა მოხდეს ბრალის წარდგენა, რის შემდგომ თავისთავად დადგება აღმკვეთი ღონისძიების საკითხი სასამართლოში. თუ რა სახის აღმკვეთი ღონიოსძიებით შევა პროკურატურა სასამართლოს წინაშე შუამდგომლობით, ჩემთვის ჯერ უცნობია, მაგრამ თუ კი იქნა აღმკვეთი ღონიძიების სახით დაპატიმრება მოთხოვნილი, ჩემი პოზიცია იქნება საპირისპირო, ანუ არაფრით არ უნდა იქნეს მამაოს მიმართ დაპატიმრების სახით პატიმრობა გამოყენებული, რამეთუ არსებობს ყველანაირი საშეღავათო გარემოებები, რასაც პროცესუალური ნორმები ითვალისწინებს, რომ გამოყენებულ იქნას მის მიმართ უფრო მსუბუქი აღმკვეთის ღონისძიება. დარწმუნებული ვარ სასულიერო პირებიც თავდებში დაუდგებიან და არ იქნება ამის პრობლემა, რამეთუ თავად ლეგენდად მოიხსენიებდნენ ამ პიროვნებას და მამაოც ჩვეულებრივი ადამიანია, მას სულიერი მდგომარეობა ძალიან მძიმე აქვს, ფაქტიურად ბავშვი იყო ბერად რომ აღიკვეცა. ყველას აქვს რაღაც გარკვეული პრობლემა, რომელსაც სხვადასხვა ნაირად გამოხატავს. შესაბამისად თუნდაც რომ იყოს ეს მამაოსი და დაუდასტურდეს ვფიქრობ, მაინც არ უნდა შეეფარდოს დაპატიმრება , მითუმეტეს ის თავისი ნებით გამოცხადდა , აღიარა დანაშაული, თანამშრომლობს გამოძიებასთან, შესაბამისად დაპატიმრების გამოყენების საფუძველი აღმკვეთი ღონისძიების სახით ნადვილად არ არსებობს“ – განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა ჯიტა გულუამ.

შეგახსენებთ, ზუგდიდში, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, გიგა ქავთარაძე და რომან მალანია. ერთ-ერთი დაკავებული ათონის მთაზე მოღვაწე 32 წლის მამა სვიმონ ქავთარაძეა. ამ საქმეზე კიდევ ერთ დაკავებულ პირს რ.მ-ს სასამართლომ აღკვეთის სახით 10 ათასი ლარიანი გირაო შეუფარდა. მას ამისათვის 30 დღიანი ვადა მიეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხის გადახდამდე იგი საპატიმროში დარჩება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად