ნარკორეალიზატორმა ციხიდან გაქცევა მოსანახულებლად შესული ქალიშვილის ტანსაცმლით სცადა (ვიდეო)

ბრაზილიაში ციხის ზედამხედველებმა მხოლოდ მთავარ გასასვლელთა იეჭვეს, რომ მათ გაცურებას და ციხიდან თავის დაღწევას ქალად შენიღბული ტუსაღი ცდილობდა.

42 წლის კლაუვინო და სილვა, მეტსახელად “ტანმოკლე”, ჟერეცინოს ციხეში სასჯელს როგორც ნარკორეალიზატორი იხდიდა. Comando Rojo, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც კლაუვინიო და სილვა იყო, რიოს უდიდესი ნაწილში აკონტროლებდა ნარკოტიკების ბრუნვას.

კლაუვინო და სილვა მის მოსანახულებლად ციხეში შესული 17 წლის ქალიშვილის ტანსაცმელში (თინეიჯერის ვარდისფერი მაისური შიგნით შავი ბიუსტჰალტერით, შემოტმასნილი ჯინსები) გამოეწყო, სილიკონის ნიღაბი შავი პარიკით და სათვალით მოირგო და ამგვარად გარდასახულმა ციხის მთავარ გასასვლელამდე შეძლო მიღწევა.

ციხის ზედამხედველობის თქმით მათი ყურადღება “გოგონამ” ნერვული ქცევის გამო მიიპყრო.

გაქცევის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ კლაუვინო და სილვა ციხის გაძლიერებული რეჟიმის განყოფილებაში გადაიყვანეს. პოლიცია გაქცევის მცდელობაში მისი ქალიშვილის თანამონაწილეობის საკითხს იძიებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...