ნარკომანიის პრევენციის ცენტრი აფართოვებს ბენეფიციართა მომსახურების არეალს

მეტადონით ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამის განხორციელებაში გარკვეული ცვლილებები შევიდა, რის გამოც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის განცხადება ავრცელებს, რომელსაც „აიპრესი“ უცვლელად გთავაზობთ. 

“გვინდა გაცნობოთ, რომ 1 ივლისიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი აფართოვებს ბენეფიციართა მომსახურების არეალს, რის გამოც მეტადონით ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამის განხორციელებაში გარკვეული ცვლილებები შევიდა. 

ამ ცვლილებით არცერთი ბენეფიციარის მედიკამენტით უზრუნველყოფის პროცესი არ შეფერხდება, უფრო მეტიც, მომსახურება მათთვის გახდება უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომი. გადაწყვეტილების ერთადერთი მიზანია, ბენეფიციარებისთვის უკეთესი პირობების შექმნა.

მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამისთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრები, რომლის თითქმის ნახევარი მიემართებოდა ქვეკონტრაქტორ ორგანიზაციაზე და მეტი წილი ნაწილდებოდა ააიპ „ურანტის“ ადმინისტრაციულ ხარჯზე, 1 ივლისიდან სრულად მოხმარდება ბენეფიციარების სერვისების გაუმჯობესებას. ასევე პროგრამის განხორცილებაში ჩართულ „ურანტის“ყველა თანამშრომელს, ცენტრი სთავაზობს იმავე საქმიანობის გაგრძელებას ახალ განყოფილებებში", – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად