ნარკოლოგ-ექსპერტი: ოფიციალურად, 200 000 ნარკომომხმარებელი გვყავს, ყოველი მე-11 ნარკოდამოკიდებულია

ამის შესახებ ნარკოლოგ-ექსპერტმა ზაზა გუნცაძემ “აიპრესთან” განაცხადა.

“კატასტროფულად მზარდია ბოლო დროის სტატისტიკური მონაცემები. ოფიციალურად 200 000 ნარკომომხმარებელი გვყავს, რომლებიც სხვადასხვა პროგრამებში არიან ჩართულნი.

ეს ძალიან დიდი ციფრია, ისეთი მცირერიცხოვანი ერისათვის, როგორიც საქართველოა. წარმოიდგინეთ, ყოველი მეთერთმეტე არის ნარკოდამოკიდებული. აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს დროული რეაგირება და ასევე აუცილებელია სკოლის მერხიდანვრ საზოგადოების, ოჯახის, პედაგოგებისა და ფსიქოლოგების აქტიური ჩართულობა, რათა ახალგაზრდები სრულფასოვნად აღიზარდონ და ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ”, – განაცხადა ზაზა გუნცაძემ.

სრული ინტერვიუ ზაზა გუნცაძესთან იხილეთ აქ: ფსიქიატრია ის სპეციალობაა, სადაც პაციენტი და ექიმი ერთად ბერდება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...