ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ათონის მთაზე მოღვაწე ბერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ათონის მთაზე მოღვაწე ბერს გიგა ქავთარაძეს და მასთან ერთად დაკავებულ მოქალაქეს რომან მალანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამის შესახებ ინფორმაცია ,,აიპრესს” დაკავებულის უფლებადამცველმა ადვოკატმა ჯიტა გულუამ დაუდასტურა.

მისი თქმით, საპროცესო გარიგების თანახმად, ბერს5 წლით პატიმრობა დაეკისრა, სამწლიანი პირობით მსჯავრი და 5000 ლარის ოდენობის ჯარიმა. რაც შეეხება რომან მალანიას, მას 6 თვით პატიმრობა, 3 წლით პირობითი მსჯავრი და 2 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

ბერი და კიდევ ერთი მოქალაქე რომან მალანია ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით იყვნენ დაკავებულები. ბერი პოლიციას თავად ჩაბარდა. გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად