ნარაზენის ადმინისტრაციულ ერთეულში მემორიალის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ნარაზენის ადმინისტრაციულ ერთეულში შინმოუსვლელთა მემორიალის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია გაეცნო. მერის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამით 89 პროექტი ხორციელდება, რომელთა ნაწილი დასრულებულია, ნაწილი კი წლის ბოლომდე დასრულდება.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 89 პროექტს ვახორციელებთ, რომელთა ნაწილი დასრულებულია, ნაწილი კი წლის ბოლომდე დასრულდება. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მნიშვნელოვანია იმით, რომ მოსახლეობა თვითონ ირჩევს იმ პროექტებს, რომელიც მათი სოფლისთვის და თემისთვის პრიორიტეტულია, მუნიციპალიტეტის მხრიდან კი ხდება ამ პროექტების დაფინანსება“, – განაცხადა გიორგი შენგელიამ.

პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში ეწყობა ხიდ-ბოგირები, მილ-ხიდები, სტადიონები, გარე განათება, სკვერები, მოსაცდელები და მემორიალი, ასევე, მიმდინარეობს გზების რეაბილიტაცია.

მიმდინარე წელს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის 1 224 523 ლარია გამოყოფილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად