“ნაპოლის” და “ბარსელონას” შეხვედრამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა – 1:1

ნეაპოლში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩი გაიმართა.

“ნაპოლი” ესპანეთის “ბარსელონას” მასპინძლობდა. მასპინძლებმა კონტრშეტევებზე ააწყვეს თამაში და ტაქტიკამ პირველ ტაიმში გაამართლა. ესპანელები ბურთს აკონტროლებდნენ, თუმცა რაიმე სერიოზული ხიფათი მათ მასპინძლებისთვის არ შეუქმნიათ, “ნაპოლი” კი 30-ე წუთზე კონტრშეტევისას ბელგიელი დრის მერტენსის მიერ გატანილი გოლით დაწინაურდა. ტაიმის მიწურულს მასპინძლებს კიდევ ერთხელ მიეცათ გოლის გატანის შანსი, მაგრამ ბერძენი კოსტას მანოლასის მიერ დარტყმული ბურთი მცირედით აცდა კარს.


შეხვედრის მეორე ნახევრის მე-12 წუთზე ბარსელონელთა კომბინაცია ფრანგმა ანტუან გრიზმანმა დააგვირგვინა გოლით.  ამის შემდეგ ჯერ ნეაპოლელები გააქტიურდნენ, შემდეგ კი ბარსელონელები, მაგრამ როგორც ერთი, ისე მეორე გუნდის მცდელობა გოლის გატანის, უშედეგო აღმოჩნდა და შეხვედრა ფრედ დასრულდა – 1:1.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად