“ნაფტოგაზი” უკრაინის ხელისუფლებისგან 236 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის კომპენსაციას ითხოვს

კომპანიამ “ნაფტოგაზ უკრაინა” კიევის ეკონომიკის სასამართლოს კომპენსაციის სახით თანხის გადახდა მოსთხოვა, რომელიც სახელმწიფომ, ქვეყნის მოსახლეობისთვის 236 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების გაზის სავაჭრო ფასზე ნაკლებ ღირებულებაში მიწოდების გამო უნდა აუნაზღაუროს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის ოქტომბერში შეიტანა. ამის საფუძველი ხელისუფლების უმოქმედობა გახდა, რომელიც გამოიხატება დაფინანსებისა და კომპენსაციის საკითხებში გაურკვევლობითა და ჩამოუყალიბებლობით, რომელიც უზრუნველყოფილი უნდა იყოს გაზის სავაჭრო ბაზრის სუბიექტებისთვის. სასამართლომ სარჩელი განხილვისთვის 3 ოქტომბერს მიიღო.

ოქტომბრის შუა რუცხვებში უკრაინის პრემიერმინისტრმა ვლადიმირ გროისმანმა განაცხადა, რომ გაზის ღირებულება ქვეყანაში 23,5%-ით გაიზრდებოდა. ეს, მისი თქმით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნის მიხედვით უნდა მომხდარიყო. სწორედ აღნიშნული ქმედება გახდა იმის წინაპირობა, რომ უკრაინას ტრანში მიეღო.

1 ნოემბრიდან “ნაფტოგაზმა”, უკრაინის მოსახლეობისათვის გაზის ფასები 1 ათას კუბურ მეტრზე 7482 გრივნამდე აწია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...