ნანუკა ჟორჟოლიანი: თუ სტუდიაში პოლიტიკოსი იჯდება სტუმრადაც არ მოვალ, თუ ამირჩიეს დებატებში მერე ვივლი

თუ სტუდიაში პოლიტიკოსი იჯდება სტუმრადაც არ მოვალ, თუ ამირჩიეს დებატებში მერე ვივლი, – ამის შესახებ პოლიტიკაში ახლადჩართულმა ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

“ოპოზიციამ ჩემზე რაც უნდა თქვას, მე გავატარებ. 25 დღე მაქვს, რომ ვნახო ამდენი სოფელი. ასაკში ვარ უკვე, არც მაგდენი ენერგია არ მაქვს, ახალგაზრდობაში რომ მქონდა. ახლა ამათთან თუ ეს ენერგია დავხარჯე ლანძღვა-გინებაში, ხალხს რაზე ველაპარაკო?! მთელი ჩემი ენერგია ხალხთან იქნება, წავალ და რაიონში ვიცხოვრებ. თუ პოლიტიკოსი იქნება, სტუმრადაც არ მოვალ თქვენთან. პოლიტიკოსი თუ სტუდიაში იჯდება, იქაც არ მივალ. თუ ამომრჩეველმა ამირჩია, მერე მივიღებ დებატებში მონაწილეობას, ამის პირობას გაძლევთ. ახლა ამის დრო არ მაქვს”, – თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად