ნანუკა ჟორჟოლიანი: თუ ბატონი გივი ჭიჭინაძე არის ბიძინას მეგობარი, მაშინ მე ვარ მიშას მეგობარი

თუ ბატონი გივი ჭიჭინაძე არის ბიძინას მეგობარი, მაშინ მე ვარ მიშას მეგობარი, – ამის შესახებ “ძალა ერთობაშია”-ს მაჟორიტარობის კანდიდატმა სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა გადაცემაში “რეაქცია”.

კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილის ძალიან ახლო მეგობარია შენი მთავარი კონკურენტი, ბატონი გივი ჭიჭინაძე. დაგითმობს “ოცნება” გამარჯვებას? – რაზეც ნანუკა ჟორჟოლიანი ასე პასუხობს:

“სამაგიეროდ მიშა სააკაშვილის ახლო მეგობარია კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან”. ვნახოთ. თუ ასე ვსვამთ საკითხს, რომ ბატონი გივი არის ბიძინას მეგობარი, მაშინ მე ვარ მიშას მეგობარი”, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად