ნანუკა ჟორჟოლიანი: სხვებს უფრო მეტად სჯერა ჩემი გამარჯვების, ვიდრე მე… მშიერ ქვეყანაში ფული ყველაზე ძლიერი კონკურენტია

სხვებს უფრო მეტად სჯერა ჩემი გამარჯვების, ვიდრე მე… მშიერ ქვეყანაში ფული ყველაზე ძლიერი კონკურენტია, – ამის შესახებ პოლიტიკაში ახლადჩართულმა ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

“მართალია სხვებს უფრო მეტად სჯერა ჩემი გამარჯვების, ვიდრე მე. მე ასე მარტივად არ ვუყურებ ამ არჩევნებს, ესენი რომ უყურებენ. ძალიან რთულია. ძლიერი ოპონენტია. ფული მშიერ ქვეყანაში ყველაზე დიდი კონკურენტია ხალხო. კონკურენტი არის 7 მილიარდი, ქვეყანაში, სადაც ადამიანებს შიათ.

რაც შეეხება იმას, რომ დევი ჭანკოტაძის ნაცვლად ვიყრი კენჭს მაჟორიტარად, ამაში უხერხულობას ვერ ვხედავ. თავად დევი ჭანკოტაძე იყო პირველი, ვინც გაიგო და ჩართული იყო ამაში, რეკავდა, რაო რა თქვა ნანუკამ დათანხმდაო. მგონია, რომ პრეზენტაციაზე უნდა თქმულიყო, რომ ის იქნება სიაში მესამე ნომრად და გარანტირებულად დეპუტატი გახდება.

წარადგინეს დევი ჭანკოტაძე, შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” წარადგინა კანდიდატი და ძალიან სერიოზულ კონკურენციას უწევდა კონკურენტი, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ მე წარვედგინეთ ბატონი დევის ნაცვლად. ბატონ დევის აქვს სხვა დამსახურებები, მაგრამ ჩემ შემთხვევაში არჩევანი ცნობადობაზე გაკეთდა”, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად