ნანუკა ჟორჟოლიანი: მიშასთვის აუცილებლად უნდა მეთქვა მადლობა და გორში ამიტომ ჩამოვედი

მინდოდა მადლობა მეთქვა მიშასთვის გორის იმ ქუჩიდან, რომელიც მითხრეს, რომ მან გააკეთა და მას უკავშირდება, – ამის შესახებ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა “ტვ პირველს” განუცხადა გორში გამართული სააკაშვილის მხარდამჭერი აქციიდან.

“მადლობა უნდა გვეთქვა მიშასთვის აუცილებლად და მინდოდა გორში ჩამოვსულიყავით ამისთვის. მითხრეს, რომ არ მაქვს უფლება მივუახლოვდე იმ ტერიტორიას, სადაც ის არის. ამიტომ რაღაცა ამ ქუჩიდან ვეუბნებით, რომელიც მითხრეს, რომ მან გააკეთა. მიშას უკავშირდება ეს ქუჩაც და ამიტომ მოვედით აქ.

ამ ქვეყნისთვის მას ძალიან დიდი მადლობა და სხვათა შორის იმ პოლიციელებისთვის მადლობა ჩვენ უსაფრთხოებას რომ იცავენ. ახლა, იქ გაი-ს თანამშრომლები რომ არ დგანან და ქრთამს არ გვთხოვენ, ამისთვისაც მას მადლობა”, – თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

შეგახსენებთ, დღეს ვარდების რევოლუციიდან 18 წელი გავიდა. სწორედ ამის აღსანიშნავად ჩავიდა ჟორჟოლიანი გორში მიხეილ სააკაშვილისთვის მადლობის სათქმელად. მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის შიმშილობის შემდგომ რეაბილიტაციას.

 

კომენტარები
იტვირთება...