ნანუკა ჟორჟოლიანი: კანდიდატობას მიშას ხათრით არ დავთანხმებულვარ, უბრალოდ კარგად ამიხსნა, რომ თითოეული ჯარისკაცის ომია

კანდიდატობას მიშას ხათრით არ დავთანხმებულვარ, უბრალოდ კარგად ამიხსნა, რომ თითოეული ჯარისკაცის ომია, – ამის შესახებ პოლიტიკაში ახლადჩართულმა ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

“დაახლოებით ორი საათით ადრე იყო, როდესაც საბოლოოდ თანხმობით ვუპასუხე შეთავაზებას, თუმცა ეს არ იყო ის, რომ დილით უარი განიხილებოდა. მთელი დღის განმავლობაში იყო მსჯელობა და არგუმენტაციის გაცვლა. ეს მსჯელობა იყო მიშასთან, თუმცა ეს არ ჰგავდა 4 წლის წინანდელ ვითარებას, როდესაც ჩემი უარი ისეთი იყო, რომ აღარ გაგრძელებულა. ამაზე საუბარი დაიწყო ივნისში, მაგრამ მაშინ დედაჩემი ახალი გარდაცვლილი იყო და საერთოდ არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი.

მაგრამ არ მინდა მაყურებელმა გაიგოს ისე, თითქოს მიშას ხათრით დავთანხმდი. უბრალოდ მიშამ დამარწმუნა, რომ დღეს არის თითოეული ჯარისკაცის ომი”, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად