ნანუკა ჟორჟოლიანი კახა ოქრიაშვილზე: მიშას უნდა გამარჯვება და კანდიდატად აყენებს, ვისზეც ფიქრობს, რომ მეტი შანსი აქვს

მიშას უნდა გამარჯვება და კანდიდატად აყენებს, ვისზეც ფიქრობს, რომ მეტი შანსი აქვს, – ამის შესახებ პოლიტიკაში ახლადჩართულმა ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა კახა ოქრიაშვილზე დასმულ შეკითხვასთან დაკავშირებით.

“ეს არის კახა ოქრიაშვილის არჩევანი, ჩემი არჩევანი ეს არ ყოფილა. “ნაციონალურ მოძრაობას” უნდა გამარჯვება. მიშას უნდა, რომ გაიმარჯვოს, უნდა, რომ მეტი მაჟორიტარი ჰყავდეს, ვისზეც ფიქრობს, რომ მეტი შანსია და ვისთანაც ამას ხედავს, იმას აყენებს მაჟორიტარად. მიშა არის დევნილი პოლიტიკოსი, რომელსაც უნდა ქვეყანაში დაბრუნება და მინიმუმ დევნილი არ იყოს, ამიტომ მისი მთავარი მოტივაცია არცევნების მოგებაა. ამიტომ, საერთოდ არ მიკვირს თუ ის ეფექტურ ტიპს აყენებს ამა თუ იმ ოლქში, მომგებს ვგულისხმობ”, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად