ნანუკა ჟორჟოლიანი: გაიქცა და გაუჩინარდაო არ ამბობდნენ გირგვლიანზე, ამბობდნენ მოკლესო…

“გაიქცა და გაუჩინარდაო არ ამბობდნენ გირგვლიანზე. ამბობდნენ მოკლესო. ასე მოკლეს ეს ბავშვიც”- ამის შესახებ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, სოციალურ ქსელში წერს.

“საშიშროებისგან გარბოდა გირგვლიანი. ხევში გადავარდა, ყინვის და იმის გამო, რომ ამოსვლა და სხვისთვის ხმის მიწვდენა ვერ მოახერხა, გარდაიცვალა. რომ არ გაკიდებოდნენ, ხევამდე არ მივიდოდა. წავიდოდა სახლში.

საშიშროებისგან გარბოდა შაქარაშვილიც. ან ცუდი ხილვადობის გამო, ან ფეხი დაუცურდა, არ ვიცით ჯერ, ფაქტია წყალში გადავარდა და გარდაიცვალა და ფაქტია მას მისდევდნენ, ამიტომაც გარბოდა.

გაიქცა და გაუჩინარდაო არ ამბობდნენ გირგვლიანზე. ამბობდნენ მოკლესო. ასე მოკლეს ეს ბავშვიც”,-წერს ჟოჟოლიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად