ნანუკა ჟორჟოლიანი: დევი ჭანკოტაძე – ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში შესვლა, გენერალო!

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, “ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონისა და ვანის ოლქში სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც გენერალ დევი ჭანკოტაძეზე წერს.

დევი ჭანკოტაძე / Devi Chankotadze -ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად ამ ბრძოლაში შესვლა, გენერალო!

სიის ხუთეულში ღირსეულად წარმოადგენთ ქართული არმიის ყველაზე სწორ და უშიშარ სახეს.

იმედი მაქვს მოვახერხებ გამარჯვებას, მაგრამ რაც ზუსტად ვიცი ისაა რომ ჩემი ბრძოლა ღირსეული იქნება და კონკურენტების დამცირებაზე, დაკნინებაზე და ლანძღვაზე არ გაივლის.

უკვე ვხვდები რომ საინტერესო ამბავში შევედი. მახარებს ფაქტი რომ წარდგენის მთავარი თემა ხონი, ვანი, სამტრედია, წყალტუბოა 😀❤️ ის ხალხი იმსახურებს ასეთ ყურადღებას 💪🏻”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი. 

შეგახსენებთ, ბილბორდებზე გაკრული და წყალტუბოს მაჟორიტარად გაცხადებული გენერალი ჭანკოტაძე ნანუკა ჟორჟოლიანმა ჩაანაცვლა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად