ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ფონოგრამა აერიათ, ბუბა კიკაბიძე კი ამბობს, რომ ქვეყანა წარმოაჩინა სხვებთან

“ძალა ერთობაშია”-ს აქციაზე ამავე პოლიტიკური ძალის სიის პირველმა ნომერმა ბუბა კიკაბიძემ სცენაზე რუსულადაც იმღერა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

თავად ბუბა კიკაბიძემ ცოტა ხანში განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ რუსულად იმის გამო იმღერა, რომ რუსებს გაეგოთ რა ლამაზი ქვეყანა ჰყავთ.

“ახლა მირეკავენ, რომ რატო იმღერა ბუბა კიკაბიძემ ორი კუპლეტი რუსულადო. მე ვუთხარი, იმიტომ რომ გაიგონ, როგორი ლამაზი ქვეყანა გვყავს-მეთქი”, – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

ნანუკა ჟორჟოლიანი კი აცხადებს, რომ ტექნიკურ ჯგუფს აერიათ.

“სინამდვილეში ამბავი იყო ასე. ტექნიკურ ჯგუფს ფონოგრამა აერია. ბუბა რისი ბუბაა რომ გამოვიდეს და სხვისკენ გაიშვიროს ხელი. ჰოდა, თავის თავზე აიღო, ვითომ არაფერი. სინამდვილეში სცენიდან ყველაზე გაოგნებულმა გამოიხედა, როცა მიხვდა სხვის შეცდომას. ბუბა კიკაბიძემ ყველაზე კარგად იცის, როგორ არ უნდა უმღეროს რუსებს”, – თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად