ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ პანიკის დროს, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ჩემგან მხოლოდ მადლობას იმსახურებს

“ნანუკას შოუს” წამყვანი , ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ამ პანიკის და დაძაბული გარემოს მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტროს რეაგირება და ხელისუფლების გადაწყვეტილებაც, ვისაც საშუალება აქვს მისცენ ინდივიდუალური თვითიზოლაციის უფლება ჩემგან მხოლოდ მადლობას იმსახურებს. ამის შესახებ ის თავის ფეისბუქზე წერს:

“დღეს, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ვისაც სახლში, მარტო იზოლაციის საშუალება აქვს, უნდა შეავსოს სპეციალური ანკეტა და შესაბამისი სამსახურები ყველა მსურველს, კარანტინიდან გადაიყვანენ ახალ მისამართზე.

მარიამმა შეავსო ანკეტა. ზუსტად 15 წუთში დაურეკეს ჯანდაცვის სამინისტროდან. რამდენიმე წუთში დამირეკეს მე, რადგან მარიამმა ჩემი ნომერი მიუთითა. მოვიდნენ, ძალიან კეთილგანწყობილი ადამიანები, დაათვალიერეს ბინა, დარწმუნდნენ რომ ყველაფერი მზად არის და დაგვპირდნენ, რომ შეეცდებიან დღესვე გადმოიყვანონ მარიამი შესაბამის მისამართზე.

თუმცა, მარიამი გუშინ გადაიყვანეს უკარგეს სასტუმრო “სავანეთში” თელავთან ახლოს. უკარგეს პირობებში. უკარგესი მასპინძლებით.ამიტომ არ შეგეშინდეთ კარანტინის:) სავანეთი ორი კვირა მეც თუ მომიწყობს კარანტინს დიდი სიამოვნებით გავეშურები მათკენ😀❤️

ამ პანიკის და დაძაბული გარემოს მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტროს რეაგირება და ხელისუფლების გადაწყვეტილებაც, ვისაც საშუალება აქვს მისცენ ინდივიდუალური თვითიზოლაციის უფლება ჩემგან მხოლოდ მადლობას იმსახურებს.” – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად