ნანგრევებში მოყოლილი ქალი, მაშველებმა 17 საათის შემდეგ გადაარჩინეს (ვიდეო)

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრიდან, 17 საათის შემდეგ, ქალი, რომელიც ნანგრევებში იყო მოყოლილი, მაშველებმა გადაარჩინეს.

თურქეთის საგანგებო სიტუაციათა და სტიქიურ უბედურებათ სამმართველოს ოფიცერი ნანგრევებში მოყოლილ ქალს ტელეფონით ესაუბრა. საუბრიდან რამდენიმე წუთში. მაშველებმა ის ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
კამერებმა ოფიცრის სატელეფონო საუბარი მაშინ დააფიქსირეს, როცა ის ტელეფონით, ქურთულ ენაზე ცდილობდა დაემშვიდებინა ქალი სახელად აზიზი, რომელიც ნანგრევებში მოჰყვა.
სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი აზიზი შენობის ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, 22 დაღუპული და 1030 დაშავებული-თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულთა რიცხვი გაიზარდა

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად