#ნანაწადი – ქუთაისში ნანა კოსტავას მიერ თანამდებობის დატოვების მოწოდების პოსტერები გამოჩნდა

პოსტერზე ასევე დატანილია ბარკერის დისა და მაია ასათიანის შვილის გარდაცალების დროს კოსტავას მიერ სოციალირ ქსელში დაწერილი განცხადებები. ასევე პოსტერზე მითითებულია საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ კანონის მე-11 მუხლი.

აქტივისტების თქმით საჯარო სივრცეში დისკომფორტის შექმნას მანამდე განაგრძობენ სანამ კოსტავა არ მიიღებს საკრებულოდან წასვლის გადაწყვეტილებას.

“როგორც დავაანონსეთ საჯარო სივრცეში დისკომფორტის შექმნას ვაგრძელებთ. #ნანაწადი ამ მოწოდებით უკვე გავაკარით პლაკატები. ნანა კოსტავამ უნდა გაიაზროს პასუხისმგებლობა, რომელიც საჯარო სამსახურში მომუშავე პირს აკისრია. მან, როგორც პოლიტიკოსმა უნდა აგოს პოლიტიკური პასუხი. არ დავუშვებთ სიძულვილის ენით გვესაუბროს საჯარო პირი. სამწუხაროა, რომ ამ დრომდე ვერ იაზრებს მისი განცხადების შინაარსის სიმწვავეს მისივე სტატუსიდან გამომდინარე.
ქალბატონო ნანა თქვენს წასვლას საკრებულოდან ნუ გაწელავთ დროში. რაც დროულად მიიღებთ გადაწყვეტილებას მით მალე დასრულდება ჩვენი მხრიდან თქვენი როგორც საკრებულოს წევრის მიმართ დისკომფორტის შექმნა.” – ამბობს გვანცა თოთაძე, აქტივისტი.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტებმა 30 მაისს დაიწყეს აქციები მოწოდებით “ქუთაისის საკრებულო ნანა კოსტავად გარეშე”. ამ დრომდე მათ ჩაატარეს 3 აქცია და ჰქონდათ შეხვედრა საკრებულოს წევრებთან, რომლებსაც ნანა კოსტავას განცხადებაზე საჯაროდ პოზიციის დაფიქსირება სთხოვეს.

სამოქალაქო სექტორი მანამდეაპირებს სხვადასხვა აქტივობის გამართვას, სანამ კოსტავა საკრებულოს წევრი იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...