“ნანა, წადი” – ნანა კოსტავას ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ტრანსფარანტით დახვდნენ

დეპუტატი ნანა კოსტავა ერთ თვიანი პაუზის შემდეგ ქუთაისის საკრებულოს სხდომას ესწრება. სხდომაზე იმყოფებიან სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ნანა კოსტავას საკრებულოდან წასვლას ითხოვენ.

“ქუთაისის საკრებულოს სხდომას ნანა კოსტავა ესწრება. დღეს, ჩვენ ნანას მისი კოლეგების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ვახსენებთ. სხდომის დაწყებამდე მედიაში გავრცელებული კომენტარების ბეჭდური ვერსია მაგიდაზე დავუდეთ, რომ დახვედროდა, თუმცა საკრებულოს აპარატმა აიღო და უკან დაგვიბრუნდა.

მოგვიანებით აუცილებლად გავუგზავნით ოფიციალურად ამ შეფასებებს. დღეს, ჩვენ სხდომის ბოლომდე პოსტერით ხელში #ნანაწადი. დარბაზში ვსხედვართ და მშვიდი, მდუმარე, მცირე პერფომანსით გამოვხატავთ პროტესტს. სანამ ნანა კოსტავა საკრებულოს წევრი იქნება, მანამ შევუქმნით დისკომფორტს”-განაცხადა გვანცა თოთაძემ.

შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ნანა კოსტავამ საკუთარ “ფეისბუკის” გვერდზე, ლაგოდეხში გარდაცვლილი 16 წლის სკოლის მოსწავლის, სოფი ნიკოლეიშვილის დის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“.

16 წლის გოგოს ცხედარი მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, ნინოსხევში იპოვეს, რომელიც ექსკურსიაზე იმყოფებოდა.

ნანა კოსტავამ პოსტი სოციალურ ქსელში 28 მაისს გამოაქვეყნა. მას შემდეგ, რაც მას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მან პოსტი წაშალა და განმარტება გააკეთა:

„ჩემო მეგობრებო, ნამდვილად არ ვიცოდი სალომე ბარკერის ოჯახზე თავსდამტყდარი უბედურება….ვუსამძიმრებ მის ოჯახს და განვიცდი ნამდვილად, მე ჩემი მენტალობიდან გამომდინარე ვებრძვი ჩემი გვერდიდან ქართული ფასეულობებისა და მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელ ვიდეოებსა და გამონათქვამებს, ჩემი პოსტიც ამას ემსახურებოდა და მეტს არაფერს, მეც შვილების დედა ვარ და ზუსტად ისეთივე შოკს და ტრაგედიას განვიცდი , რასაც ეს ოჯახი. მომიტევეთ და მაპატიეთ“,- წერს კოსტავა.

მოგვიანებით კი ნანა კოსტავას გაუკვირდა, რატომ გაანერვიულა ხალხი მისმა ნათქვამმა

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად