“ნანა ლემონჯავა, რომლის მეუღლესაც გია ხასაიას ორგანიზაცია ოცნებამ 1200 ლარიანი სამსახური დააწყებინა, აღარ იქნება პარტია “საქართველოსთვის” წევრი”

პირდაპირ ვამბობთ, რომ ჩვენ ჩვენს მხარდამჭერებს და გუნდის წევრებს, არანაირი მატერიალური ფასეულობებით არ ვიჭერთ, ჩვენი პარტია გაერთიანებულია ღირებულებების გარშემო, როგორიცაა კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი. – ამის შესახე პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი გიგა ფარულავა სოციალურ ქსელში წერს.

“არც 1000 ლარიან და არც 500 ლარიან სამსახურებს ვპირდებით მათი ოჯახის წევრებს, რადგან ვთვლით, რომ გუნდის ასეთი წევრები არ გვჭირდება არც ჩვენ და მით უფრო, არ ჭირდება ქვეყნის მომავალს, სახელმწიფოს!
ამიტომ, ის რომ ნანა ლემონჯავა, რომლის მეუღლესაც გია ხასაიას ორგანიზაცია ოცნებამ 1200 ლარიანი სამსახური დააწყებინა, აღარ იქნება პარტია “საქართველოსთვის” წევრი, კარგია. რადგან ჩვენს პარტიაში მისნაირი ადამიანების ადგილი უბრალოდ არ არის!
ქალბატონმა ნანამ უნდა იცოდეს, რომ ასეთი ამბები არ იმალება და საზოგადოება სწორად შეაფასებს მის ამ გადაწყვეტილებას!” – წერს გიგა ფარულავა.
კომენტარები
იტვირთება...