ნანა კაკაბაძე თამარ ჩერგოლეიშვილს: თქვენი უზრდელობის მსხვერპლი ვარ

ასე მიმართა უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ “ტაბულას” დირექტორს თამარ ჩერგოლეიშვილს “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” მიმდინარე დებატის დროს.

ნანა კაკაბაძემ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდი ფაშიზმსა და ბოლშევიზმს შეადარა, რასაც კაკაბეძესა და ჩერგოლეიშვილს შორის დებატები გაიმართა.

ჩერგოლეიშვილმა ჰკითხა, ისტორია თუ იცოდა და აეხსნა რა არის ფაშიზმი, რაზეც უპასუხა:

“ჯერ იყო მორალური ტერორი”…

კაკაბაძეს საუბარი ჩერგოლეიშვილმა შეაწყვეტინა და ჰკითხა: “ახლა რომ ლაპარაკობთ, ჩემი მორალური ტერორის მსხვერპლი ხართ?” – რაზეც კაკაბაძე პასუხობს:

“თქვენი ზრდილობის მსვერპლი ვარ ამ შემთხვევაში”.

ჩერგოლეიშვილი კი რეპლიკით პასუხობს:

“ზრდილობის მსხვერპლი ვერ იქნებით”, – კაკაბაძე კი პასუხობს:

“უზრდელობის მაშინ”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად