ნანა კაკაბაძე: ეპისკოპოსებმა, მიშას განთავისუფლების მოთხოვნაზე ხელმოწერით, თავის თავზე უფრო მეტი თქვეს ვიდრე მიშაზე

ეპისკოპოსებმა, მიშას განთავისუფლების მოთხოვნაზე ხელმოწერით, თავის თავზე უფრო მეტი თქვეს ვიდრე მიშაზე!

ამის შესახებ უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

“თავისუფლება მიშას” – ამ მოწოდების გარშემო მესამე დღეა არაერთი მოქალაქე ერთიანდება. შეიქმნა პეტიციაც-მანიფესტით, რომლითაც მოქალაქეები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

ხელმომწერები ფიქრობენ, რომ არ არის მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილის მიმართ პერსონალური დამოკიდებულება.

ხელმომწერთა შორის სასულიერო პირებიც არიან: მეუფე მელქისედეკი, მეუფე გრიგოლი, მეუფე იოსები, მეუფე ნიკოლოზი, დეკანოზი ზაზა თევზაძე და ა. შ.

კომენტარები
იტვირთება...