ნანა ძაგნიძემ გრან პრის სერიის მესამე ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა

ლოზანაში დასრულდა ქალთა შორის ჭადრაკში გრან პრის სერიის მესამე ეტაპი

ტურნირში, რომელშიც 12 მოჭადრაკე მონაწილეობდა, პირველი-მეორე ადგილები 7–7 ქულით ნანა ძაგნიძემ და ალექსანრდა გარიაჩკინამ გაიყვეს. დამატებითი მაჩვენებლებით პირველობა ძაგნიძეს ერგო.

გრან პრის სერია 4 ეტაპისგან შედგება და სერიაში 16, ხოლო თითოეულ ეტაპზე კი მათგან 12 მონაწილეობს. თითოეული მოჭადრაკის მიერ სამი ეტაპის მანძილზე მოპოვებული ქულების მიხედვით გამოვლინდება ორი გამარჯვებული, რომელიც ბრძოლას გააგრძელებს მსოფლიო ჩემპიონთან, ჩინელ ჟუ ვენჟუნთან მსოფლიო ჩემპიონის წოდებისთვის მატჩში მონაწილეობისათვის.

სერიის ოთხიდან სამი ეტაპის შემდეგ, ნანა ძაგნიძეს ორი ეტაპის ჯამში 180 ქულა აქვს და დასკვნითი მეოთხე ეტაპზე პირველი ან მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში მეორე ადგილზე გასვლის შანს ინარჩუნებს.

ეტაპზე გამარჯვებული 160 ქულას იღებს, მეორე ადგილზე გასული 130 ქულას, მესამე ადგილზე გასული 110 ქულას, მეოთხე ადგილზე გასული 100 ქულას, ბოლო მეთორმეტე ადგილზე გასული კი 10 ქულას. რამდენიმე მოჭადრაკის მიერ თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში თითოეული ადილებისთვის დაწესებული ქულების ჯამის საშუალო არითმეტიკულის შესაბამის ქულას იღებს.

დასკვნითი, მეოთხე ეტაპის გამართვა თავდაპირველად დაგეგმილი კალენდრის მიხედვით, იტალიაში, სარდინიაზე იყო დაგეგმილი 2-15 მაისს.

გრან პრის ეტაპის მოგების შემდეგ ნანა ძაგნიძემ ფეისბუკზე დაწერა, რომ გამარჯვებას ქართველ ექიმებს უძღვნის

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად