ნანა ძაგნიძე მეორე ადგილზეა და პრეტენდენტთა ტურნირში გამარჯვების შანსს ინარჩუნებს

რუსეთში, ქალაქ ყაზანში, ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტ ქალთა შორის ტურნირზე მონაწილეებმა პირველი ნახევრის პარტიები დაასრულეს.

ტურნირის პირველი ნახევრის უკანასკნელ, მე-7 ტურში შავი ფიგურებით მოთამაშე ნანა ძაგნიძემ ეტლების ენდშპილში გადასულ პარტიაში ზუსტი თამაშით კატერინა ლაგნოს ზედმეტი პაიკის უპირატესობის რეალიზების საშუალება და ყაიმზე შეითანხმა იგი.

ზედიზედ განცდილი ორი მარცხის შემდეგ ყაიმით დასრულებული შეხვედრის შემდეგ ნანას შვიდი შესაძლებლობიდან 4 ქულა აქვს და კატერინა ლაგნოსთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. ისინი ქულანახევრით ჩამორჩებიან ლიდერს – ალექსანდრა გარიაჩკინას. შეიძლება დიდი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ პრეტენდენტთა ტურნირში გამარჯვებული ამ სამ მოჭადრაკეთაგან ერთ-ერთი იქნება და სხვების შანსი უაღრესად მცირეა.

9 ივნისს ნანა ჩინელ ტან ჟუნს შეხვდება, ალექსანდრა გარიაჩკინა ალექსანდრა კოსტენიუკთან ითამაშებს, ხოლო კატერინა ლაგნო ვალენტინა გუნინასთან.

 

მოამზადა რაულ კაპანაძემ 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...