“ნამახვანჰესის“ საპროტესტო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ კიდევ ერთ პირს პატიმრობა შეეფარდა

„ნამახვანჰესის“ საპროტესტო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ კიდე ერთ პირს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის 29 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათში, “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა, სადაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში მყოფ პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ, ამავე საპროტესტო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, კიდევ 1 პირი რამდენიმე დღის წინ დააკავა. რომელსაც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო სხდომა საპროტესტო აქციისა და საყვირების ფონზე მიმდინარეობდა.

სხდომაზე მყოფი ე.წ. რიონის ხეობის მცველები აცხადებდნენ, რომ მათ მომხრეებს დევნიან

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...