ნაკლებად განვითარებული დარგებისთვის წახალისების მექანიზმები შემუშავდება

საქართველოში ნაკლებად განვითარებული დარგების ასაღორძინებლად, ხელისუფლება ინვესტორებისთვის დამატებითი წახალისების მექანიზმების შემუშავებას იწყებს – საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის გაძლიერების შესახებ დღეს პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს.

პროექტი, რომელიც საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასა და ინვესტორებისთვის გარანტიების უზრუნველყოფის მექანიზმებს ითვალისწინებს, ეკონომიკურმა საბჭომ შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად შეიმუშავა. პროექტზე მუშაობა გრძელდება და მასში საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთვებიან.

“ეს იქნება ინვესტიციების წახალისების მექანიზმები, მათ შორის ისეთ დარგებში, რომლებიც საქართველოში ნაკლებად არის განვითარებული. ეს შექმნის დამატებით სტიმულს მსხვილი ინვესტორებისთვის, რათა ისინი შემოვიდნენ ამ დარგებში, დააბანდონ კაპიტალი და შექმნან სამუშაო ადგილები.

ეკონომიკურმა საბჭომ მოიწონა პროექტი. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას დოკუმენტზე, მათ შორის დონორ ორგანიზაციებთან, რათა მოვისმინოთ მათი პოზიციები და შეჯერებულ ვარიანტს გავაცნობთ საზოგადოებას”, – განაცხადა ეკონომიკური საბჭოს აპარატის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა ნინო ჯავახაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად