ნახშირღელეში, ხუჯაძეები – ჩუნიბიძეების უბნის ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი გზის მოწყობა დაიწყო

ნახშირღელეში რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტი – ხუჯაძეები – ჩუნიბიძეების უბნის ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი გზის მოწყობა დაიწყო. გარდამავალი პროექტი არმირებული ბეტონის საფარით, სანიაღვრე არხებით და 50 მ. სიგრძის საყრდენი კედლით გზის 1, 8 კმ -იანი მონაკვეთის მოწყობას ითვალისწინებს.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი მერის წარმომადგენელ მაია გაბიძაშვილსა და საკრებულოს დეპუტატ ლაშა ლანჩავასთან ერთად მიმდინარე სამუშაოებსა და პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნო.

“გზა ამ უბანში კეთდება პირველად, რაზეც საერთო ჯამში დაიხარჯება 688 000 ლარი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “გი-ან 2011″ შეასრულებს. ეს გზა, რომელიც სოფლის მჭიდროდ დასახლებულ უბანს ცენტრალურ გზასთან აკავშირებს, იყო ამორტიზებული, რის გამოც გაძნელებული იყო გადაადგილება და მის რეაბილიტაციას ითხოვდა ადგილობრივი მოსახლეობა”, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად