ნახევარი წლის განმავლობაში პირველად, Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა 70 აშშ დოლარს გადააჭარბა

მაისის ბოლოდან მოყოლებული, Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა, ბარელზე 70 აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის ესკალაციის ფონზე მოხდა, რაც ბაღდადში გენერალ კასემ სულეიმანის ლიკვიდაციას მოჰყვა.

ლონდონში, ვაჭრობისას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 70,16 აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2,08%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

მიმდინარე პარასკევს, როდესაც ფასები გაიზარდა მას მერე, რაც გავრცელდა ინფორმაცია კასემ სულეიმანის ლიკვიდაციის შესახებ, Energy Aspects-ის ანალიტიკოსმა ამრიტა სანმა, CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაზარზე არსებული არასტაბილურობა დაკავშირებულია იმასთან, რომ არ არსებობს პასუხი შეკითხვაზე, თუ როგორი პასუხი იქნება ირანის მხრიდან სულეიმანის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. მან არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომელიც სანავთობო ობიექტებისა და კომპანია Saudi Aramco-ს ქარხნის დაბომბვას ითვალისწინებს.

სენმა აგრეთვე აღნიშნა, რომ თუკი ირანისგან პასუხის გაცემის პერიოდი გაიწელება, სანავთობო კოტირებები შესაძლოა დაუბრუნდეს ჩვეულ მაჩვენებლებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად